საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2100

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2013 წლის 31 დეკემბრამდე ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №30.11.33.099) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დასრულება;".

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი