საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №483

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართვე¬ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში (სსმ, 2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნ¬ქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობა გაიცემა განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი მინისტრის ბრძანებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.".
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:
„11. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.".
3. მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმ¬წიფო მინის-ტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირე¬ბულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს.".
5. 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამცემი მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.".

მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი