საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №484

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული გან¬ვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამ-ტკი¬ცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის N10 დად¬გე¬ნილებით (სსმ, 2009 წელი, მუხლი 127) დამტკიცებულ დებულე-ბაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიო-ნული განვითარების პოლიტიკა, საქართველოში წყლით უზრუნველ-ყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონიძიებათა განხორციელების უზრუნ-ველ¬ყოფა, საქართველოში (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რეს-პუბ¬ლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; საერთაშორისო და შიდასახელმწი¬ფო¬ებ¬რივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერ¬თი¬ანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორცილება.".
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინ-ვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; თვით-მმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მათ შორის, ცხოვრებისა და დასაქმების დონის ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონის-ძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, საქართ-ველოში (ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;".
3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „მ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:
„ფ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდი¬ნა¬ცი-ასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონიძიებებათა განხორციელებას, აგრეთვე საქართველოში (ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი ნარჩენების მარ¬თვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;".
5. მე-9 მუხლის „კ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი -საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის, წყალმომარაგების სექტორის, ნაგავსაყრელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოვლა-შენახვის, მყარი ნარჩენების უტილიზაციისა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა; საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების სფეროში, აგრეთვე სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მიმართებაში საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარ¬გლებში; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანა-მშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; საგზაო, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლი-ტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩე-ნების სფეროში საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატი¬ული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონი¬ზა¬ციის პროცესებში მონაწილეობა;".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი