საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №485

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ



მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი-ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანო¬ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანდართული დებულება;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართვე¬ლოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N26 დად-გენილება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი