საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ჭაბუა ამირეჯიბის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახს მიუსამძიმრა

სამების საკათედრო ტაძარში, დიდი ქართველი კლასიკოსის ჭაბუა ამირეჯიბის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ მინისტრი მეუღლესთან, ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად მივიდა.

„მინდა ვუთანაგრძნო, სამძიმარი გამოვუცხადო და გავიზიარო ის მწუხარება, რომელიც განიცადა არა მხოლოდ ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახმა, არამედ მთელმა საქართველომ. ჭაბუა ამირეჯიბი იყო უდიდესი კლასიკოსი, გამორჩეული მწერალი და მისი შემოქმედება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურია"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებების ლიტერატუტული პერსონაჟები არასოდეს კარგავენ აქტუალობას და ყველასთვის მაგალითის მომცემია.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური