საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევს შეხვდა

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ გამართული შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენცია "ზაგულბაში" გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღმავების სურვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის ხელისუფლების მყარი მხარდამჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური