საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა

დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 47-ე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. კომისიამ ასევე დაამტკიცა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური