საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის კანცელარიაში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს (25 ივლისი -1 აგვისტო). ახალგაზრდული ოლიმპიადაში მონაწილეობას ევროპის 49 ქვეყნის 3000 სპორტსმენი სპორტის 9 სახეობაში მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური