საქართველოს მთავრობა – 2013 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სვანეთში იმყოფება ამოსაბეჭდი ვერსია

2013-12-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვანეთში იმყოფება. მან მესტიაში მშენებარე სასტუმრო მოინახულა და სასტუმროს მეპატრონისგან პირადად მოისმინა ის გეგმები, რომელიც ტურისტების მოსაზიდად გააჩნია.

სასტუმრო ექსპლუატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე შევა, 2014 წლის ზაფხულში კი 100 სტუმრის მიღებას შესძლებს. ობიექტის ამოქმედების შემდეგ დასაქმდება 50-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

"სვანეთს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც მოსახლეობისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია. გპირდებით, რომ სვანეთი კარგად გათვლილი და გაანგარიშებული გეგმის მიხედვით განვითარდება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე, პრემიერ-მინისტრი მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და საექსპოზიციო ფონდებს ესტუმრა. როგორც მან აღნიშნა, სვანეთს საქართველოში ისტორიულად უდიდესი დანიშნულება ჰქონდა - ის ქვეყნის განძის მცველობის ფუნქციას ასრულებდა. "აქ ინახება ქართული საგანძურის დიდი ნაწილი - აქ არის დაცული 600-ზე მეტი ჯვარ-ხატი, უნიკალური ფრესკები, რომლებსაც სვანები დიდი პატივით ინახავენ და უფრთხილდებიან,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფოტო ალბომი

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური