ლევან დავითაშვილი ლევან დავითაშვილი

დაბადების თარიღი:1978 წლის 10 დეკემბერი


განათლება:
2002 - 2003 წელი - MIP მილანი - ბიზნესის მართვის მაგისტრი

1999 - 2001 წელი - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი.

1995 - 1999 წელი - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკის ბაკალავრი.


სამუშაო გამოცდილება:
2016 წლის 9 სექტემბრიდან- სოფლის მეურნეობის მინისტრი

2014 წლის 5 ნოემბრიდან - 2016 წლის 8 სექტემბრამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

2012 წლის 4 დეკემბრიდან - საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი

2010-2011 წწ. - საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

2010-2011 წწ. - საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი

2009 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე - შპს ,,SCHUCHMANN WINES GEORGIA" -ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი

2007-2009 წწ. - USAID - ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

2002-2007 წწ. - შპს ,,წინანდლის ძველი მარნის" გენერალური მენეჯერი

1999-2001 წწ. - მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი (CERMA)-ის მთავარი ბიზნეს-კონსულტანტი

06/1999 - 09/1999 წწ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი

1997 - 1999 წწ. - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი


ენები: ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი