საქართველოს მთავრობა – მთავრობის წევრები

გიორგი ამილახვარი ამილახვარი

დაიბადა 1984 წლის 1 იანვარს.

სამუშაო გამოცდილება


2023 წლის 20 მარტიდან დღემდე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;

2021 - 2023 წწ. - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე;

2020 - 2021 წწ. - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი;

2020 წელი - იურიდიული განათლების სტანდარტების შემუშავების საბჭო, საბჭოს წევრი;

2019 - დღემდე - IAUP (უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაცია), ასოციაციის წევრი;

2019-2020 წწ. - უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

2015-2020 წწ. - თბილისის ღია უნივერსიტეტი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი;

2007 - 2010 წწ - ლიტვური საინვესტიციო კომპანია „ბალტვესტა", იურიდიული დეპარტამენტის უფროსი / ქვეყნის პროექტის მენეჯერი;

2006-2007 წწ. - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მთავარი სპეციალისტი;

2004 წელი - Clinton Davis Pallis Solicitors, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, ადვოკატის თანაშემწე.

 

განათლება

2014-2017 წწ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, აკადემიური ხარისხი - სამართლის დოქტორი";

დისერტაციის კვლევითი სტაჟირება, მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი 2016 წ., ჰამბურგი, გერმანია;

2001-2006 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალი (ბაკალავრი/მაგისტრი);

2009-2010 წწ. - თავისუფალი უნივერსიტეტი, CBA (სერტიფიცირებული ბიზნესადმინისტრატორი);

1999-2000 წწ. - ალამოს უმაღლესი სკოლა, ტეხასი, აშშ, (AYA პროგრამა - აკადემიური წელი ამერიკაში).


ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 2 შვილი