საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 07 თებერვლის მთავრობის სხდომა

2013 წლის 07 თებერვლის მთავრობის სხდომა2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 34 საკითხი, დაემატა 2 საკითხი, დამტკიცდა 36 საკითხი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა დადგენილების პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ". აღნიშნული პროგრამა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარის მოცულობით. ახალი დადგენილება დაარეგულირებს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

დაკონკრეტდა და ნაწილობრივ ახლებურად ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტებში შემავალი კონკრეტული სოფლების მიხედვით თანხების გამოსაყოფად პრიორიტეტებისა და მიზნობრიობის განსაზღვრის კრიტერიუმები და პროცედურა.

დღევანდელ სხდომაზე მთავრობამ მიიღო დადგენილება "საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ". წარმოდგენილი დადგენილებით ისაზღვრება პროექტების შერჩევის, მათი პრიორიტეტულობისა და მიზნობრიობის განსაზღვრის პროცედურები და კრიტერიუმები, კონკრეტდება თანხების გამოსაყოფად საქართველოს მთავრობის განკარგულებების მომზადების ეტაპები, ისაზღვრება პროგრამის შესრულებაზე და მის კოორდინაციასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყებები. დადგენილების ამოქმედება არ იწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდა. დადგენილების პროექტის ინიციატორი და წარმდგენია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური