საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2013 წლის სხდომები

2013 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომა

2013 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომა2013 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 11 საკითხი, დაემატა 1 საკითხი, დამტკიცდა 11 საკითხი, 1 საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „დევნილთა განსახლების ობიექტებში მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების შესახებ". განკარგულების თანახმად, თბილისში კომპაქტურად ჩასახლების რამდენიმე ობიექტზე (ამ ეტაპზე საუბარია ბაქოს ქუჩაზე და ზღვის დასახლებაში მცხოვრებ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებზე) დევნილთა მიერ დაგროვილ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს მთავრობა დაფარავს.

მთავრობის წევრებმა დღეს ასევე იმსჯელეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რომლის ფონდიდან 651 პროექტისთვის 201 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტების ნაწილი საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური