2013 წლის 30 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2013 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 36 საკითხი, დაემატა 3 საკითხი, მათგან დამტკიცდა 37 საკითხი, 2 საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო.
დღის წესრიგი.
მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.
დღესვე მთავრობის სხდომამ თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა. კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება და ნაცვლად დღეს არსებული 5 თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი იმ ქალაქებსაც მიენიჭება, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 000-ზე მეტია. ამასთან, თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან თემები ჩამოყალიბდება, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები არჩევითი იქნება.
მთავრობამ დევნილთა შესახებ ახალი კანონპროექტიც დაამტკიცა, რას სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დევნილთა შემწეობის 45 ლარამდე გაზრდას გულისხმობს. ამასთან, განხილულ იქნა საკითხი 414 დევნილი ოჯახისთვის სახელმწიფოს მიერ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური