საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ასპინძის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება

ასპინძის 3000-მდე მოსახლე გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს. ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დაბა ასპინძის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი დღე-ღამეში 4 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და 3 000-მდე ადგილობრივი მოსახლე დღე-ღამეში 16-18 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტი რომელსაც, კომპანია საკუთარი ბიუჯეტით აწარმოებს, ხანდო-ასპინძის მაგისტრალის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.