საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოში გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-07

► პროგრამა განკუთვნილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ასევე მომიჯნავე სამინისტროებსა თუ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ პირთათვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც უნდა, თავისი კარიერა დაუკავშიროს გარემოსდაცვით სფეროს
► პროგრამის "გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა" მიზანია ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მენეჯმენტის უმაღლესი განათლების გაუმჯობესება
► სწავლების პროცესი მოიცავს:
• საერთაშორისო ლექტორების მოწვევას
• ტრენინგების ჩატარებას
• სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმის უმაღლესი ხარისხით შესრულებას
• სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით სტუდენტებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას