საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ტურისტთა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-03

► 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა
► 2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 867.9 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101.4 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
► 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე
► პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერში გამოირჩნენ ლატვია (+26%), ჩეხეთი (+16%) და გერმანია (+6%)
► განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+513%), ინდოეთი (+254%) და საუდის არაბეთი (+119%)