საქართველოს მთავრობა – სიახლეები

უმსხვილესი სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო - ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა ამოსაბეჭდი ვერსია

► უმსხვილესი სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო - ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

► პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი კომპლექსის - 582 ბინის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38,7 მილიონი ლარია, მშენებლობა კი, 17 თვეში დასრულდება.

► ბინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მძიმე საცხოვრებელი პირობებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს, მათ შორისაა სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტი და მრავალშვილიანი ოჯახები. ამ სოციალური პროექტით აჭარაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა გადაიჭრება და ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნება.

► 2021 წელს ამ ტერიტორიაზე დაიწყება სკოლის მშენებლობაც, გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობაც.

► სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა. პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.