საქართველოს მთავრობა – სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით, 14 დღეში - დისტანციური სერვისებით მომსახურება გაუწია 10 000-მდე მოქალაქეს, კონსულტაცია კი 30 000-მდე მოქალაქეს ამოსაბეჭდი ვერსია

✅ იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით, 14 დღეში - დისტანციური სერვისებით მომსახურება გაუწია 10 000-მდე მოქალაქეს, კონსულტაცია კი 30 000-მდე მოქალაქეს.

► სააგენტომ სერვისების მიწოდება 9 აპრილიდან განაახლა და მოქმედ დისტანციურ სერვისებს ახალი, ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები დაამატა, ასევე, გააფართოვა მათი მოქმედების ტერიტორიული არეალი.
​სერვისების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://sda.gov.ge/?page_id=4118

✅ მომხმარებელს, დოკუმენტზე განაცხადის გასაკეთებლად ან მზა საბუთის მისაღებად აღარ სჭირდება სააგენტოში მისვლა, გარდა იშვიათი გამონაკლისისა.

► სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების შესახებ მომხმარებელს კონსულტაციის მიღება შეუძლია ცხელი ხაზის - 032 2 40 10 10/ 032 2 405 405, ასევე „სკაიპის" (sda.gov.ge) და ონლაინ კონსულტაციის მეშვეობით - https://chat.sda.gov.ge/client.php

✅ სახელმწიფო უწყებები მოქალაქეებს დისტანციური სერვისების ვრცელ ჩამონათვალს სთავაზობს. იხილეთ ბმულზე : https://stopcov.ge/ka/Services