საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ატმის და ვაშლატამის ექსპორტი 67%-ით გაიზარდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-08-03

წელს საქართველოში ატმისა და ვაშლატამის მოსავლის აღება წარმატებით მიმდინარეობს - პროცესი აქტიურ ფაზაშია, ექსპორტი კი წინა წელთან შედარებით 67%-ით მეტია.

✅ 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


✅ მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა.

ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის" პრინციპით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.