საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მეწარმეები დღგ-ს ავტომატურად დაიბრუნებენ

2020-11-19

მნიშვნელოვანი რეფორმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში

17 ნოემბრიდან, გადასახადის გადამხდელები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადს ავტომატურად, ფაქტობრივად მომენტალურად დაიბრუნებენ.

შედეგად, 150 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი ბარიერის გარეშე დაუბრუნდება 4 მილიარდ ლარზე მეტი - ყოველწლიურად, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი.

რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკის აღდგენისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.