საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

2021-01-14

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

ახალაშენებული სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომპიუტერული კლას-კაბინეტი, სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო ზონა.

შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა:

  • აშენდა 30 სკოლა;
  • სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
  • განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;
  • განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
  • დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.