საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა.

✅ მოეწყო ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

  • რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.
  • აკადემიაში ახალი სასწავლო წლიდან 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას, აკადემიის გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.
  • პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, FIFA-ს პროგრამა FORWARD-ისა და UEFA-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
  • აღნიშნული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას ადგილობრივი ხელისუფლებისგან საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის ვალდებულებით გადაეცა.

✅ ფეხბურთის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლაგოდეხში, რუსთავსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.