საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იწყება ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა ამოსაბეჭდი ვერსია

პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში
ურბანულ განახლებას,
მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებისა და
მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას,
რეკრეაციული სივრცეების მოწყობას,
რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას,
ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას,
ყველა ქალაქის, ყველა კურორტისა და დასახლების ურბანულ განახლებას, ასევე
ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონების შექმნას.

პროგრამის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი.

რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია.