-
05 აგვისტო 2021
მთლიანი შიდა პროდუქტი - ერთ სულ მოსახლეზემთლიანი შიდა პროდუქტი - ერთ სულ მოსახლეზე (ppp): 2026 წელი - 24 039 აშშ დოლარი; 2030 წელი - 31 030 აშშ დოლარი.
-
05 აგვისტო 2021
ბიზნესგარემოზე ორიენტირებული რეფორმები2021-2030 წლებში - ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დავების რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა.
-
04 აგვისტო 2021
2030 წელს იუსტიციის სახლი ყველა რეგიონში აშენდებაამჟამად მიმდინარეობს და 2021 წელს დასრულდება: წყალტუბოს იუსტიციის სახლის და კასპის და ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა. მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება: სამტრედიის, ხაშურის და ზესტაფონის იუსტიციის სახლების მშენებლობა. 2023 წლამდე გაიხსნება: თერჯოლის და ახმეტის იუსტიციის სახლები; ასევე, გაიხსნება ტოლების, სიღნაღის, ზოტის, სუფსის, შროშის, ცაიშის, ხელვაჩაურის და ნუკრიანის (რომელიც 2016 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა) საზოგადოებრივი ცენტრები. იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობა იგეგმება თბილისშიც.
-
04 აგვისტო 2021
ამოქმედდება „მობილური იუსტიციის სახლები“სერვისების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო გეგმავს „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტის განხორციელებას, რომლის კონცეფციის თანახმად, მოქალაქეს სახელმწიფო სერვისის გამცემი უწყება თავად მიაკითხავს საცხოვრებელ ადგილზე. იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მიკროავტობუსები), წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით, იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებული არიან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ადგილზე, სოფელშივე მიიღოს ყველა ის სერვისი, რისთვისაც ადრე სხვა სოფლებსა თუ ქალაქებში უხდებოდათ გამგზავრება. თავის მხრივ, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა არამხოლოდ დაზოგოს ხარჯები, რომელიც ამა თუ იმ სოფელსა და ქალაქში გასამგზავრებლად სჭირდებოდა, არამედ დროულად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
-
03 აგვისტო 2021
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო სამედიცინო საშუალებითსაოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო სამედიცინო საშუალებით
-
03 აგვისტო 2021
სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტების რიცხვი გასამმაგდაორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტების რიცხვი გასამმაგდა.
-
03 აგვისტო 2021
გაუმჯობესდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განხორციელდება ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომა საქართველოს უპირატესი საექსპორტო (მ/შ DCFTA-ს) შესაძლებლობებითახალი იმპულსი მიეცემა დიალოგს ჰუმანიტარულ და უფლებრივ თემებზე და თანამშრომლობას გაყოფილ საზოგადოებებს შორის, გააქტიურდება შერიგების პროცესი.
-
03 აგვისტო 2021
გაფართოვდება საერთო ინტერესებზე დაფუძნებული, დეპოლიტიზირებული დიალოგი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორისგანვითარდება ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური სავაჭრო და ბიზნეს კავშირები.
-
02 აგვისტო 2021
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში2022 წლიდან შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება და სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლა. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.
-
02 აგვისტო 2021
2023 წელს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას2023 წელს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას.