საქართველოს მთავრობა – სტატისტიკა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა 2014 წლის ივლისი-სექტემბრის საანგარიშო პერიოდში

2014 წლის ივლისი-სექტემბრის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია სულ 86 წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პასუხი გაეცა 74 მოთხოვნას; 10 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ერთ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო ერთ შემთხვევაში ტექნიკური მიზეზით პასუხი ეცნობა დაგვიანებით.
სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით.