საქართველოს მთავრობა – სტატისტიკა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ამოსაბეჭდი ვერსია

2015 წლის ივლისი-სექტემბრის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია სულ 63  წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პასუხი გაეცა 39 მოთხოვნას; 15 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ხოლო ცხრა წერილი იმყოფებოდა განხილვის პროცესში. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით.