საქართველოს მთავრობა – სტატისტიკა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

2016 წლის იანვარი-მარტის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგისტრირებულია სულ 91 წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პასუხი გაეცა 74 მოთხოვნას, მათ შორის 3 შემთხვევაში ეცნობათ, რომ უწყებაში დაცული არ იყო მოთხოვნილი ინფორმაცია; 8 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ხოლო 9 წერილი იმყოფებოდა განხილვის პროცესში. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით.