ლევან შონიალევან შონია
დაბადების თარიღი: 1958 წლის 17 ოქტომბერი

განათლება:
1986-1991 წწ. - მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტი;
1975-1979 წწ. - საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურული ინსტიტუტი.

კურსები:
2002 წ. - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული პროგრამის მომლაპარალებელთა კურსი ხელმძღანელ პირთათვის (აშშ, ნიუ-იორკი).
2001 წ. - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული პროგრამის მომლაპარალებელთა კურსი (ნიუ-მექსიკო, ქ. სოკორო).

 

სამუშაო გამოცდილება:

13.12.2013 წ. - დან სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში;
2012 - 2013 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;
1995 - 2004 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეც. დანიშნულების სამმართველოს უფროსი;
1995 წ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, რეკეტისა და ეკონომიკური დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის სახელმწიფოთაშორისო კავშირების მქონე ორგანიზებულ დანაშაულებრივი გაერთიანების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე;
1994 - 1995 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალოდ დაქვემდებარებული პოლიციის გენერალ-მაიორ გ.გულუას სახელობის პოლიციის სპეც. დანიშნულების დანაყოფის უფროსის მოადგილე;
1993 - 1994 წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული ბიუროს ნორმატიულ-მეთოდური უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ინსპექტორი;
1991 - 1993 წწ. - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-6 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე;

1991 წ. - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალური მართვის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე;
1989 - 1991 წწ. - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსის მოადგილე;
1983 - 1989 წწ. - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მასიური სახეობის სპორტის სასწავლო-სპორტული განყოფილების უფროსი;
1982-1983 წწ. - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფიზიკური მომზადებისა და სპორტის განყოფილების უფროსი ინსპექტორი მეთოდურ აღმზრდელობით საქმეში;

ენები:
ქართული, ინგლისური, რუსული

ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი