საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერმა ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-16

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქის პირველი სანთელი აანთო და ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან, მტკიცე მეგობრობაზე ისაუბრა და მას სამაგალითო უწოდა.
„გულითადად ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს. ეს უძველესი დღესასწაულისინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობისუსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ქართველებსა და ებრაელებს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობა. ეს არის მართლაც გამორჩეული ურთიერთობა," - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში წელს საზეიმოდ აღინიშნა 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით გაიხსნა საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი.
„26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე დაგვირგვინდა ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნით, რომელიც დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე ძალისხმევით გარემონტდა საქართველოში მოქმედი სინაგოგები. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცა ქართულ-ებრაული ურთიერთობები. ჩვენი მთავრობა ამ გზას, ამ პოლიტიკას გააგრძელებს და ყოველთვის გვექნება განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი ძმების მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სინაგოგაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანიადა ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური