საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-17

 

საქველმოქმედო კონცერტი 21 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად - თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრემის ჯილდოს მფლობელი ამერიკული ვოკალური ჯგუფის, New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი საღამო გაიმართა.

საქველმოქმედო კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ორგანიზებას კულტურის სამინისტრო უწევს.

კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება პრემიერის ინიციატივით შექმნილ „სოლიდარობის ფონდში" და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.

17 დეკემბრის მონაცემებით, ფონდმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის 48 ბავშვის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა. „სოლიდარობის ფონდში" ნებაყოფლობით დონაციას 35 000-ზე მეტი საჯარო მოხელე ახორციელებს, ასევე, ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს 12 კომპანია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური