საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

მშენებარე კომპლექსის დათვალიერება ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციისა და სულიერებისა და კულტურის ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსმა საბამ უმასპინძლა. მეუფემ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მშენებლობა, ეპარქიის განახლების 20 წლისთავზე, 2016 წლის ნოემბერში დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილი სამტრედიის ახლად აშენებულ ტაძარშიც იმყოფებოდა, რომელიც მშენებარე კომპლექსის ნაწილია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური