საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში

2014-01-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს.
საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაში.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოლოკოსტის მუზეუმი დაათვალიერა და გვირგვინით შეამკო იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი - "იად ვაშემი", ხოლო იერუსალიმის ერების ხეივანში სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს დელეგაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს უფროსი გიორგი პერტაია.