საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

2014-06-02

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 1-ელ ივნისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის პირადი მიწვევით ჩავიდა.
2 ივნისს ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ჯერ პირადად, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და კანცლერმა ანგელა მერკელმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
კანცლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან.
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა "კიორბერის ფონდის" წარმომადგენლებს, დაესწრო კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სახელწოდებით "საქართველოს ევროპული გზა".
საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გააცნო გერმანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე. ბიზნესფორუმი საინვესტიციო სააგენტო ორგანიზებით გაიმართა დამას გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანია-საქართველოს კულტურის სფეროში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. 2
საღამოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვიდა.
3საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი,ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.