საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია

2014-05-21

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 20 მაისს სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პრემიერის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზე მანუელ ბაროზომ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთებეს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.
გაიმართა შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასთან. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროკომისიის წარმომადგენლებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის თითოეული უწყების მიერ შესრულებული სამუშაოები გააცნეს.
ხელი მოეწერა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმებას.
ევროკავშირის ინიციატივის - "აღმოსავლეთის პარტნიორობის" (EaP) პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული იყო დახმარების ინსტრუმენტი - ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა (CIB), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭოს სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან" - DCFTA) დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას. ინსტრუმენტი ასევე ითვალისწინებს იმ ინსტიტუტების საქმიანობათა გაუმჯობესებას, რომლებიც დაკავშირებული არიან გამარტივებული სავიზო რეჟიმის და რეადმისიის შეთანხმებასთან და მიგრაციის საკითხებთან. CIB-ს ფარგლებში 2011-2013 წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 30.86 მილიონ ევროს შეადგენდა. დახმარების შემდეგი ეტაპი (2014-2020წწ), კონკრეტულად DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) განხორციელებასთან არის დაკავშირებული.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰარვარდის კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.
ვიზიტის დასასრულს ბელგიის სამეფოს ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო ალექსი პეტრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.