საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 10 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014 წლის 10 იანვრის მთავრობის სხდომა

2014 წლის 10 იანვარს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 29 საკითხი განიხილეს, რომელთაგან ყველა დამტკიცდა.
დღის წესრიგი.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი "კანონიერი ქურდობის" შესახებ კანონთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია ურყევია - ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით დაინტერესდა. მან მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, უწყებებს შორის მეტი კოორდინაციისკენ და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მთავრობა 135 მილიონი ლარის დაფინანსებას გამოყოფს. საუბარია რეგიონული პროექტების და პროგრამების განხორციელებაზე, რომლებსაც აღნიშნული თანხა მოხმარდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

იხილეთ ვიდეო