საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგთ გათვალისწინებულ 26 საკითხზე იმსჯელა. დამტკიცდა 26 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობამ მოიწონა სისხლის სამართლის კოდექსსა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, აბორტის გაკეთების მსურველ ქალბატონებს მოსაფიქრებლად 3-ის ნაცვლად ხუთი დღე მიეცემათ. 
კულტურის სამინისტრომ კი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, მცხეთაში რამდენიმე ძეგლს და გოგებაშვილის დედაენის მეთოდოლოგიას ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა ახალციხის უნივერსიტეტის რეორგანიზაცის საკითხი. ცვლილებების შედეგად სასწავლო უნივერსიტეტს ემატება დოქტორანტურა და ის უნივერსიტეტად გარდაიქმნება. მთავრობამ ასევე მოიწონა 2014-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის პროექტი, რომელიც სხდომაზე თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური