საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 1 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-05-01

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა, დაემატა 1 საკითხი, დამტკიცდა 27 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილბით, დამტკიცდა ,,2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმა," რომლის მიზანია საქართველოს მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მისი რესურსებით მდგრადი სარგებლობის სათანადო პოლიტიკის და კონკრეტული ქმედებების დაგეგმვა, ბიომრავალფეროვნების შემცირების შესაჩერებლად ეფექტიანი და გადაუდებელი ღონისძიებების დასახვა. გეგმა შედგება რვა თემატური მიმართულებისაგან, რომლებიც ფარავს ბიომრავალფეროვნების მთელ სფეროს.

სხდომამ ასევე დაამტკიცა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „თრიალეთი 2013"-სა და შპს „მარდიჰაუსს" შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე." ამ კომპანიებთან გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით, კომპანიებს ,,თრიალეთი 2013"-ს და ,,მარდიჰაუსს" ეძლევათ ექსკლუზიური უფლება 18 თვის განმავლობაში აწარმოონ ჰიდრორესურსების პოტენციალის შესწავლა, მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება, შემდგომში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით. აღნიშნული კანონპროექტების მიზანია ქვეყნის ჰიდრორესურსების ობიექტური შესწავლა და შეფასება სამომავლოდ ენერგერიკული პროექტების სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური