საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 1 აგვისტოს მთავრობის სხდომა განახლებული შემადგენლობით გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა, განახლებული შემადგენლობით პირველად გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს. დაემატა - 12 საკითხი, გადაიდო 1 საკითხი, დამტკიცდა - 44 საკითხი. დღის წესრიგი 

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა სახელმწიფო პროგრამის- "აწარმოე საქართველოში" დადგენილებაში. ფართოვდება პროგრამის მოქმედების სფერო, როგორც ახალი საწარმოების შექმნის, ასევე არსებული მწირი ფინანსური სახსრების მქონე საწარმოთა გაართოება/გადაიარაღების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

მთავრობის კაბინეტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს მთავრობის კანკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში მუშაობას შეძლებენ სტუდენტები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები. პროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის დასაქმებას (დაახლოებით1 3580 პირი) გაუმჯობესდება ბევრი ოჯახის სოციალური მდგომარეობა. ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება შეადგენს დაახლოებით 6 862 000 ლარს. სტუდენტები და დასაქმების სხვა მაძიებლები მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას. პროექტი ხელს უწყობს 2014 წლის საყოველთაო აღწერის ჩატარებას, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური