საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 30 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2014-10-30

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 31 საკითხი, დაემატა - 11 საკითხი, გადაიდო 3 საკითხი, დამტკიცდა 39 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, მთავრობამ რეგიონული განვითარების მიზნით სათათბირო ორგანო შექმნა. სათათბირო ორგანოს სახელწოდება შემდეგნაირად განისაზღვა - რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისია. კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში კი შევლენ სახელმწიფო მინისტრების გარდა ყველა მინისტრი, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და გუბერნატორები.

"კომისიის ძირითადი საქმიანობა იქნება რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პოლიტიკის განსაზღვრა, აღნიშნულთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი. კომისია უახლოეს მომავალში შეუდგება მუშაობას და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას მოამზადებს", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ოპტიმიზაციის, ფერმერული მეურნეობების გამსხვილების, ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ოპტიმიზაციის, ფერმერული მეურნეობების გამსხვილების, ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა.

პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ექნება ორი კომპონენტი:
• შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის
• შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღემდე 27 პროექტი დაამტკიცა. მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დადებითი გადაწყვეტილება კიდევ ხუთ პროექტთან დაკავშირებით მიიღო. აქედან ორი თბილისში სამშენებლო მასალების წარმოებას შეეხება, თითო-თითო ხელვაჩაურსა და ქუთაისში ელექტროშედუღებისთვის ელექტროდების და ლეიბების წარმოებას, მეხუთე კი მსხვილი მეცხოველეობის ფერმის შექმნას გულისხმობს, რომელიც 600 სულ პირუტყვზე იქნება გათვლილი. ჯამში საუბარია 8 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური