2014 წლის 10 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-10

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 10 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილეს, დაემატა 10 საკითხი, დამტკიცდა 44 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ." აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ჰემოფილიით დაავადებული 5 ბავშვის მკურნალობისთვის 74 ათასი ლარი გაიცემა.
მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს კანონის პროექტს ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ." საქმე შეეხება იმ პირებს ამნისტირებას, რომლებიც 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმდნენ ავტობუსით მგზავრობისას.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საუბარი შეეხო შინაგან საქმეტა სამინისტროს რეფორმირების საკითხს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები შევლენ. სამუშაო ჯგუფი განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფის საკითხს. მომზადდება ანალიზი და მაქსიმალურად მოხდება ყველა რისკის გათვლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური