საქართველოს მთავრობა – ვაკანსიები/კონკურსები

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 30. თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა

1. თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ :
ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები ;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები ;
გ) მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები, მრჩევლები;
დ) პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით;
ე) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები;
ვ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;
ზ ) მოხელეები - სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში ;
თ) მოხელეები - იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული.

2. დროებით მოვალეობის შემსრულებელი „ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ " საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე - არა უმეტეს 3 თვის ვადით. იმა ვეთანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოხელის წერილობითი თანხმობით, დასაკავებელ თანამდებობაზე მისი წარდგენის უფლება აქვს დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც ხდება ამ მოხელის გადაყვანა .


საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი №2884-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.80
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3549-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.296
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 - ვებგვერდი, 12.07.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის კანონი №143 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 - ვებგვერდი, 03.04.2013წ.

საანგარიშო პერიოდში, საქართელოს მთავრობის ადმინისტრაციაში კონკურსი არ ჩატარებულა.