საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

საქართველოს ლიდერთან ერთად ნატოზე ზეწოლა კანონმდებლებმაც მოახდინეს - The Hill

საქართველოს ლიდერთან ერთად ნატოზე ზეწოლა კანონმდებლებმაც მოახდინეს

 

ჯულიან პესკეტი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, კაპიტოლიუმში, საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორმა მაღალი რანგის წევრმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომლითაც ნატოს მოუწოდეს სწრაფად შეიყვანოს საქართველო თავის შემადგენლობაში.
საბჭოს წევრებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი), ნომერ მე-2 რესპუბლიკელმა პალატაში, და ბილ კიტინგმა (დემოკრატი-მასაჩუსეტსი) რეზოლუცია წარადგინეს მაშინ, როცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ მიმართულმა ამბოხებებმა იფეთქა, კერძოდ კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხანმოკლე საზღვრისპირა ომის შემდეგ, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.
,,საქართველოს მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს, შესაძლებლობის ფარგლებში, გავუძლოთ მოსალოდნელ გარე ზეწოლასა და ძალდატანებას, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას და ჩვენი ევროპული მომავლის ასე უბრალოდ დათმობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს, ატლანტიკური საბჭოს წინაშე.
,,ჩვენ მოგიწოდებთ მხარდაჭერისათვის არა იმიტომ, რომ შინაგანად გაორებული ვართ ან ვმერყეობთ ჩვენს მიზნებსა და მისწრაფებებში, არამედ იმიტომ, რომ წინ აღვუდგეთ გარე ზეწოლას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს და ცდილობს გაანადგუროს ის მიღწევები, რომლებიც თავისუფალმა მსოფლიომ შექმნა ჩვენს რეგიონში საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ".

ორიგინალი: http://thehill.com/blogs/global-affairs/europe/199296-lawmakers-launch-nato-push-with-georgian-leader