საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-15

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების გადადება ტექნიკური საკითხია, რომელიც საქართველოს არ ეხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

„გუშინ ევროკავშირში სატელეფონო საუბრები მქონდა და გეტყვით, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო დასკვნას, იგი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება," - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური