საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ნოემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები ამოსაბეჭდი ვერსია

2015-12-30

წელს მშპ-ის 3%-იანი ზრდა იქნება - მთავრობის სხდომაზე ნოემბრის თვის მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმოადგინა.

„დღეს დილით სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდა, ეს არის 5,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრის თვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 3%-იან ზრდაზე გავალთ წლევანდელ წელს. არის რამდენიმე დარგი, სადაც განსაკუთრებით დიდი ზრდა გვაქვს: მშენებლობა - 30%, მეტალურგიული პროდუქტების წარმოება - 30%, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა - 15 %, სასტუმროები და რესტორნები - 10%, საფინანსო შუამავლობა - 9%", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური