საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები
  • 19 დეკემბერი 2015
    გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩინეთის ახალ ელჩთან

    საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, „აბრეშუმის გზის" აღორძინება და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ძი იანჩის შეხვედრის მთავარი თემები.

  • 19 დეკემბერი 2015
    C ჰეპატიტის პროგრამა უწყვეტად გაგრძელლდება

    C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი „ჰარვონი" შემოდის - აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

  • 18 დეკემბერი 2015
    პრემიერ-მინისტრის მიმართვა

    პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე და ისტორიული დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

  • 18 დეკემბერი 2015
    შეხვედრა «მეტრო ატლას ჯორჯიას» დამფუძნებელთან

    თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გალიფ ოზთურქი «საქართველოს სოლიდარობის ფონდში» მეორე მსხვილ დონაციას განახორციელებს-აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და «მეტრო ატლას ჯორჯიას» დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 18 დეკემბერი 2015
    საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დევნილები ბინებს თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოსა და ჩხოროწყუში მიიღებენ.

  • 18 დეკემბერი 2015
    რუსთაველისა და დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილესთან დაკავშირებით კომისია შეიქმნება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოთა რუსთაველის 850-ე, საიუბილეო წლისთავის სათანადოდ აღსანიშნავად, სახელმწიფო კომისია შეიქმნება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • 18 დეკემბერი 2015
    «აწარმოე საქართველოში» ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება

    სახელმწიფო პროგრამის - «აწარმოე საქართველოში» ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • 18 დეკემბერი 2015
    პრემიერი რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

    სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.

  • 18 დეკემბერი 2015
    თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომას უმასპინძლებს

    თბილისი 2016 წლის 1-5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სხდომას უმასპინძლებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ღონისძიებაში 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, 700-მდე პოლიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

  • 18 დეკემბერი 2015
    ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებს

    ევროკავშირი დღეს საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია, - ამის შესახებ დასტური საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან გუშინდელი საუბრისას მიიღო.

<<  1 2 3 4 5   >>