საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 5თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-05

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, შპს ,,კოკო კომპანიას'' პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელქედურში არსებული 32056 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები N1-N12 განაშენიანების საერთო ფართით - 7429 კვ.მ. პროექტი ხელს შეუწყობს ქვის, ცემენტის და ანალოგიური მასალების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობას, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას და დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური