საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 23 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-02-23

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი
ცვლილება შევიდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რეალიზაცია, შენახვა და განთავსება ხორციელდება ,,აფთიაქის და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N575 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სრული დაცვით. ამავე დროს, კანონი არ შეიცავს ზემოაღნიშნული მოთხოვნის აღსრულების მექანიზმს. არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მომზადდა წინამდებარე კანონპროექტი. სანიტარიულ/ჰიგიენური პირობების დარღვევის დროს, აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ - ჰიგიენური/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, დაკავშირებული იქნება 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმასთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური