საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 19 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-03-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა, დაემატა 8 საკითხი, დამტკიცდა 41 საკითხი. დღის წესრიგი

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის "ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი მოიცავს: ანბანის სამ სახეობას, მათი გამოყენების ფუნქციურ მრავალფეროვნებასა და თანაარსებობის ცოცხალ კულტურას, ქართულ ენას, ანბანის სწავლების მეთოდიკას, ხელოვნებისა და ხელოსნობის ცოცხალ პრაქტიკებს. ქართული ანბანის სამი სახეობა, თავისი ელემენტებით, ქართული კულტურული იდენტობის მაფორმირებელი და განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია. ქართული ენა და ანბანი საქართველოს საზოგადოების კონსოლიდაციის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და ქართველი ერის ფორმირების ხელშემწყობია. აქედან გამომდინარე, იგი ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფუნდამენტია.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური