საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 26 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-03-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული ანტინარკოტიკული კამპანია წარმატებულად შეაფასა. დღეს მინისტრთა კაბინეტმა ''ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ'' კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მოიწონა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კრიმინალიზებულ ნაერთთა კლასებს რამდენიმე ქვეკლასი და ანალოგები დაემატება. '' შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შევა და კრიმინალიზებულ ნაერთთა კლასებს რამდენიმე ქვეკლასი და ანალოგები დაემატება. კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონის შესაბამისობაში მოყვანა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან და იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომლებიც დღესდღეობით არ არის შეტანილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. საუბარია 552 სტუდენტზე, რომელთა სწავლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 400 ათასი ლარი გამოიყო. მთავრობის დადგენილებით, 2014-2015 წლების სასწავლო წლების დაფინანსება მოხდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ და ავტორიზებულ მიმართულებებზე. ეს შეეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან ოკუპირებული ზონის გასწვრივ სოფლებში მცხოვრები სტუდენტები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური